Good Human Rights Stories - ევროკავშირის ინიციატივაში მონაწილეობას საქართველო მიიღებს
„გუდ ჰუმან რაითს სთორის” – ევროკავშირის ინიციატივაში მონაწილეობას საქართველო მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ 15 ქვეყნისგან სია შედგა, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანაა.
დეპუტატის ცნობით, საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხსენებულ სიაში მოხვდა. „გუდ ჰუმან რაითს სთორის” ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სტავროს ლამბრინიდისია. ინიციატივა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მიღებიდან 70 წლის იუბილეს უკავშირდება.
ღონისძიების ფარგლებში, არაფორმალური ჯგუფის შეიქმნება, რომლის მიზანი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება.