არჩილ თალაკვაძე - პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, დადებითად ფასდება
არჩილ თალაკვაძე - პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, დადებითად ფასდება

პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, დადებითად ფასდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელის ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ინტერესი საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო საქმიანობის მიმართ მაღალია და ამ მიმართულებით აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში თანაზომიერად ჩაითვალა და პოზიტიურად იყო შეფასებული. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგია და გეგმები განიხილეს. დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.