გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს

გომბორის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს. თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, დაბალი ხილვადობის გამო, მოძრაობა შეიზღუდა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. სოფელ გომბორიდან თბილისის მიმართულებით კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.