ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
მიზეზი ე.წ. მაიმუნის ყვავილის შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებელია. ინფექცია ძირითადად აფრიკის კონტინენტზე ცირკულირებს, მხოლოდ კონგოში კი წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 14 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის, სპეციალისტები საქართველოში ეპიდაფეთქების რისკს კატეგორიულად გამორიცხავენ. თუმცა, ამბობენ, რომ მიგრაციის გათვალისწინებით ინფიცირების შემთხვევები შესაძლოა მცირე რაოდენობით დაფიქსირდეს.