„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა. ეს ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ მოხდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აფრიკაში „მაიმუნის ყვავილი“ გავრცელდა. ჩუტყვავილა ახლო კონტაქტით გადადის. მას გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს. გუშინ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით.
წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.