„გირჩის“ შიდა პრაიმერისი თბილისში დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველ ნომრად, ყველაზე დიდი მხარდაჭერით, „გირჩის“ სამეფოს მეფე, ჰერმან პირველი საბო წარდგება. პრაიმერისის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰერმან საბო სიაში მეორე ადგილს იკავებდა, რასთან დაკავშირებითაც მან სამეფოს წევრებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ვიდეომიმართვა ჩაწერა. საბოლოოდ კი, პრაიმერისის დასასრულს „გირჩის“ სიამ ასეთი სახე მიიღო: ჰერმან საბო, როლანდ ნაჭყებია, ოთარ ზაკალაშვილი, გიორგი ჭიბოშვილი და ბორის სოლომონია.