„გირჩი“ გუშინ საოლქო-საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ გუშინ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ვინაიდან ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინი საკუთარ პროტესტს გამოხატავენ.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, პროტესტს სხვადასხვა ფორმა აქვს და ყველა პოლიტიკური სუბიექტი საკუთარ გზას ირჩევს.