„გირჩების“ თავისუფალი ტრიბუნა

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული თავისუფალი ტრიბუნა პარტია „გირჩმა“ თავდაცვის კოდექსის კრიტიკისთვის გამოიყენა. როგორც „გირჩში“ აცხადებენ, სამხედრო გაწვევა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობით უნდა იყოს და შემოთავაზებული თავდაცვის კოდექსი საქართველოს მოქალაქეებს ვერ დაიცავს. მათი თქმით, ტოტალური თავდაცვის პოლიტიკა და მტრის დასახელების გარეშე ვირტუალური მზადების დაწყება საქართველოს ინტერესებში არ შედის და შედეგს არ მოიტანს.