გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა სამმა ფეხბურთელმა, რომლებსაც გირაო შეეფარდა, საპატიმრო გვიან ღამით დატოვა. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოსამართლემ გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განსაზღვრა.
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.