უმუშევრობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ საკუთარი კეთილდღეობა და ევროკავშირში შესვლა ან გაღატაკება. ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გზას საქართველო გაღატაკებისკენ მიჰყავს. მისი თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უმეტესი ნაწილი დაუსაქმებელია, ხოლო უდიდეს ნაწილს 300ს400 ლარიანი ხელფასები აქვს. ვაშაძის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული რეალობა შეიცვლება.