საქალაქო სასამარლოში ევკალიპტის ხის რამდენიმე წლიანი დავის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო.
ადვოკატის განცხადებით, მიზეზი მომსახურების სააგენტოა, რომელმაც მათ შესაგებელი ამ დრომდე არ გადასცა. საქმე ეხება ასწლოვან ევკალიპტის ხეს, რომელიც აუქციონის წესით დენდროლოგიური პარკისთვის უნდა შეეძინათ და რომელიც გიორი ვაშაძემ, მისი თქმით, ხალხის მიერ შეგროვებული 20 ათას 20 ლარით შეიძინა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ევკალიპტის ხის ხალხის საკუთრებაში დარეგისტრირებას და ადგილზე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ ხის სხვა ადგილზე გადარგვა მოითხოვა. დარჩება თუ არა ხე ადგილზე, სადაც 100 წელია დარგულია, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.