ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები გიორგი ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ. საუბარია პირველი არხის ეთერში გაკეთებულ კომენტარზე, სადაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკა გააკრიტიკა.
ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს,- სწორედ ეს განცხადება გახდა უფლებადამცველების და ონკოპაციენტთა პროტესტის მიზეზი.
პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების და შესაბამისი ვიდეომასალის არსებობის მიუხედავად ვაშაძეს პრეტენზია პირველი არხის მიმართ აქვს და ამტკიცებს, რომ მისი ფრაზა კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.