ვანის სახალხო თეატრში რეჟისორ გიორგი სიხარულიძის სპექტაკლ „ვალის“ პრემიერა გაიმართა.
პიესა, რომლის მიხედვითაც სპექტაკლი პირველად 1979 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა, გურამ ბათიაშვილმა 45 წლის წინ დაწერა. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად და ქუთაისის დრამატული თეატრის სცენის შემდეგ არაერთ სხვა ცნობილ სცენაზე იყო წარმოდგენილი. ამჯერად, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ სპექტაკლის სრულიად ახლებური და განსხვავებული ვერსია წარადგინა ვანის სახალხო თეატრის სცენაზე. წელს გურამ ბათიაშვილისთვის საიუბილეო 85 წელია და სპექტაკლი სწორედ მის საიუბილეო წელსა და სპექტაკლ „ვალის“ პირველი დადგმის მთავარი ტანდემის – მსახიობისა და რეჟისორის, გოგი ქავთარაძისა და კომპოზიტორისა და პედაგოგის, გომარ სიხარულიძის – შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს მიეძღვნა.