წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატიც. გიორგი შენგელია საოკუპაციო ხაზთან ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მერობის კანდიდატი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. მოსახლეობას შენგელიამ ის მუნიციპალური და სახელმწიფო პროექტები გააცნო, რაც დევნილებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხორციელდება და იგეგმება.