გიორგი შაქარაშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე ბრალდებული პირების პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ვახტანგ ახვლედიანი დაიკითხა. ახვლედიანის უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებულმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მცხეთის მაგისტრალზე განვითარებული მოვლენები. ბრალდების მხარის განმარტებით, მოწმემ დაადსტურა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და კონკრეტული პირებიც დაასახელა. შეგახსენებთ, ამ ეპიზოდზე პროკურატურა ხუთ პირს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.