გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს წინაშე დღეს კიდევ ორი მოწმე წარდგა. მათ შორის ერთი, აგარაკზე მომხდარი პირველი კონფლიქტის დროს სცემეს. მეორე მოწმე კი, მეგობართან ერთად აგარაკის ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა და შესაბამისად მან უნდა იცოდეს, კონფლიქტის გამო ნაადრევად დასრულებული წვეულების ადგილზე ვინ დაბრუნდა მოგვიანებით და რა მიზნით. გახმაურებული საქმის ფიგურანტი, ექვსი არასრულწლოვნის საქმის სასამართლო განხილვა დღესაც ადვოკატების პრეტენზიების ფონზე წარიმართა. დაკავებულთა უფლებადამცველების აზრით, სასამართლო სხდომები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რითაც არასრულწლოვანთა კოდექსი ირღვევა. ექვსიდან ორი არასრულწლოვანი „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომი პირია და მათ განზრახ მკვლელობის მუხლი აქვთ წაყენებული – რა ინფორმაცია მიაწოდეს დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს? – გიორგი კობერიძის ჩართვა მცხეთიდან.