გიორგი სალაყაია: „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს
კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს, – განცხადება ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ გააკეთა. მისი თქმით, კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის. როგორც გიორგი სალაყაიამ განაცხადა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, კომპანიამ დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სალაყაიას თქმით, „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი დროებით იკეტება და მუშაობას აგრძელებს კახეთში, რათა შესრულდეს უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები.