გიორგი მიქაუტაძე კარიერას „აიაქსში” გააგრძელებს

გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის „აიაქსში” გააგრძელებს, საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა ამსტერდამში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა. ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2028 წლამდეა გაფორმებული, ფრანგულმა „მეცმა“ კი მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა, ეს თანხა, ბონუსების წყალობით, შესაძლოა, 19 მილიონამდე გაიზარდოს. გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონში ექვსჯერ დაასახელეს ლიგა 2-ის კვირის სიმბოლურ გუნდში, ასევე ის გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცის“ დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშა. გიორგი მიქაუტაძე შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ, მესამე ქართველი მოთამაშე, რომელიც „აიაქსში“ ითამაშებს.