გიორგი კვირიკაშვილი - დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში
დატრიალებული ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად, ბათუმში დაეშვა. გიორგი კვირიკაშვილი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერმა დეტალური ინფორმაცია აჭარის მთავრობისა და საგანგებოდ შექმნილი შტაბის წევრებისგან მიიღო.
მოგვიანებით, კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა: მან მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მაშველმა მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების და ახლობლების გვერდით, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.