რა იყო ხანძრის გაჩენის მიზეზი ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ჯერჯერობით დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება

ხანძარი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, პირველადი ინფორმაციით, მეოთხე სართულზე გაჩნდა. მალევე შენობაში ელექტროენერგია გაითიშა, რამაც სტუმრებს შორის პანიკა გამოიწვია. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, ისევ დაუდგენელია და მიმდინარეობს გამოძიება.

საქმე, დაწყებიდან რამდენიმე საათში, გადაკვალიფიცირდა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

როგორც გაირკვა, შენობაში არ იყო სახანძრო კიბე, რის გამოც მაშველებს სასტუმროში მყოფი ადამიანების გამოყვანა სპეციალური ამწეთი მოუწიათ.

განხორციელდა დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.