გიორგი გახარია ტელევიზიების თოქშოუების წამყვანებს შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს. ახალი პარტიის – „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები შაბათს წარადგინა. მის შემადგენლობაში არიან როგორც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები.
გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ გიორგი გახარია ყველაზე დიდ კონკურენციას „ქართულ ოცნებას“ გაუწევს. მმართველ გუნდში კი ყოფილ თანაგუნდელზე ამბობენ, რომ მას დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბება გაუჭირდება.