გიორგი გახარიას განცხადება

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი რეგიონებიდან დღეს ათი ათასობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. გახარიას თქმით, შეკრებაზე მისული ადამიანების უმრავლესობა საჯარო მოხელეა, თუმცა მთავარი არ არის, სად იდგებიან ისინი დღეს, მთავარია, რა არჩევანს გააკეთებენ 26 ოქტომბერს.