ქართველი მოცეკვავის საერთაშორისო აღიარება.
„ახალი ვარსკვლავის დაბადება“, – ასე შეაფასა მსოფლიო პრესამ 22 წლის გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ნახტომი. ის 2022 წლის საუკეთესო დადგმად აღიარებულ მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიულ შედევრ „რაიმონდაში“ მთავარ პარტიას მსოფლიოს პრიმა-ბალერინა ანა ციგანკოვასთან ერთად ასრულებს. დადგმას ამსტერდამში, ჰოლანდიის ოპერის და ბალეტის თეატრში ამ წუთებში წარმოადგენენ. სწორედ „რაიმონდაში“ შესრულებული შეიხის შემდეგ ქართველი მოცეკვავე დასის ახალ სოლისტად წარადგინეს.
გზა ქართული ცეკვიდან საერთაშორისო ბალეტამდე – ნახეთ გაბრიელ ნაპოლეონესა და ლუკა ჩხაიძის ექსკლუზიური რეპორტაჟი ამსტერდამიდან.