ინგოროყვას 4 ნომერში, „თბილისურ ეზოში“ გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე და ნატალია ბერიძე.
„თბილისური ეზოების“ ფარგლებში, წელს კონცერტი კიდევ კიდევ სამ ლოკაციაზე გაიმართება.