რუბრიკა #სტოპკადრი - მოგზაურობა თბილისის კინემატოგრაფიულ ადგილებში

თბილისის კინემატოგრაფიულ ადგილებში მოგზაურობა გრძელდება. რუბრიკა #სტოპკადრში ნათია ბერიძესთან ერთად გავიხსენებთ ყველასთვის საყვარელ ფილმს, სახელად „ჩვენი ეზო“, რომელიც გადაღებულია ბარათაშვილის 10 ნომერში მდებარე თბილისურ ეზოში. რეზო ჩხეიძის ამ საკულტო ფილმს წელს 65 წელი უსრულდება, თუმცა ის მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს დღემდე ინარჩუნებს. როგორ გამოიყურება გადასაღებ მოედნად ქცეული ნამდვილი თბილისური ეზო და როგორ იხსენებენ მისი მობინადრეები ფილმის გადაღების პერიოდს, დეა მიქაშავიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.

ახალი დღე