გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის მთავარმა კურატორმა, კულტურის სამინისტროს ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, მეცნიერისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი გადასცა. კურატორი არქივს ათეული წლების მანძილზე პატრონობდა და ინახავდა. გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი 1920-1980 წლებში მის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ და დამუშავებულ მასალას მოიცავს. ინვენტარიზაციისა და სამეცნიერო დამუშავების შემდეგ, არქივი ეთნოგრაფიულ მუზეუმს დაუბრუნდება.