პროკურატურის მოწმეების დაკითხვით გრძელდება გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
პროცესზე დღეს ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომელი, გოჩა დვალი დაკითხა. მანამდე, ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ განცხადება გააკეთა. ჭანტურია ეჭვობს, რომ საპატიმროში მას აგენტი მიუჩინეს. მისი ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჭანტურიასთან საკანში ადმინისტრაციის მიერ შეგზავნილი პირი იმყოფებოდეს.