6 გასროლით მოკლულ გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამა. საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვოს დაკავებული 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ბრალი მას ოფიციალურად აღარ წარუდგინეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი გამოძიებისთვის წარდგენილი ალიბი გახდა. გიორგი ჭანტურია მკვლელობის დღისთვის ბანკში იმყოფებოდა. მკვლელობასთან შემხებლობას ზურაბ ჭანტურია და ოჯახის ადვოკატი კატეგორიულად გამოხიცხავენ.
მედიისთვის გამართულ ბრიფინგს რუსთავში ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან ლოლაძე დაესწრო.