გიორგი ბარამიძის პოზიცია

„ქართული ქარტიის“ პირობებში, პრეზიდენტის როლზე განსხვავებული წარმოდგენა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს, გიორგი ბარამიძეს. ის სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტის ინტერპრეტაციას ახდენს და აპირებს არჩევნებამდე დანიშნოს მომავალი პრემიერ-მინისტრი და მის მიერ შერჩეული კანდიდატურები კი პარტიებმა უსიტყვოდ მიიღონ. „ფეისბუქ“ პოსტში ვკითხულობთ: „ეს ქართულ ქარტიაში ასე არ წერია და მისი ამგვარი ინტერპრეტაცია და არა ის რაზეც პარტიები ქარტიის ხელმოწერით შევთანხმდით. მეორე, რა დროს ახლა თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარია? ჯერ ჩვენ ყველამ ერთად და ერთიანობით მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი უნდა ხელისუფლებიდან მშვიდად გავუშვათ. ამიტომ ახლა ამ თემაზე მსჯელობა და ხალხის ყურადღების, ნაცვლად რეჟიმის გასტუმრებისა, თანამდებობების გადანაწილებაზე, ყურადღების გადატანა ძირშივე მცდარი და არასწორი მგონია.“- წერს ბარამიძე.