ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალის, გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე.
ფიზიკურად ძლიერი და სულიერად უტეხი ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს, მისი წამების ვიდეოკადრები კი ინტერნეტით გაავრცელეს.
ფილმში მონაწილეობენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და მეგობრები. მის მშობლიურ სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის საპატივსაცემოდ, ყოველწლიურად იმართება დალაობა და დოღი. მისი სახელი მინიჭებული აქვს კავკასიონის ქედის ერთ-ერთ მწვერვალს.
ფილმში შესულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო კადრები, რომელზეც ეროვნული გმირი მის სიცოცხლეშია გადაღებული. როგორ ცხოვრობდა, რაზე ოცნებობდა და ელოდნენ თუ არა მისგან გმირულ საქციელს მისი ახლობლები – ნახეთ 7 აგვისტოს, 01:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე, რეჟისორ შალვა შენგელის ფილმში „გიორგი ანწუხელიძე“.
იდეის ავტორი – რუსუდან მანჯგალაძე;
ავტორები – ნინო ჩუტკერაშვილი, შალვა შენგელი;
კომპოზიტორი – დავით ევგენიძე;
პროდიუსერები: ბექა ბარამიძე, ნინო მდევაძე;
ოპერატორები: კახა ბუხრაშვილი, გიორგი ვაწაძე, ლევან ლეკიაშვილი, გიორგი სიგუა, ამირან გოგიძე, დავით ტიღაშვილი;
მონტაჟის რეჟისორი – პაატა კახაძე;
ტელეფილმების მთავარი პროდიუსერი – გოჩა ჟორჟოლიანი;
ტელეფილმების ხელმძღვანელი – კოტე ჯანდიერი.