გიორგი ანწუხელიძე 37 წლის გახდებოდა

გიორგი ანწუხელიძეს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოძღვარმა მამა გაბრიელ ბაქრაძემ კი მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმაც. სამხედრო მოსამსახურეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ეროვნული გმირის საფლავი მათ ყვავილებით შეამკეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.