„თავისუფალო საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას ლგბტ საზოგადოების მიმართ ლიბერალურ დამოკიდებულებას უწუნებს და მიდგომის გამკაცრებას მოითხოვს.
გიორგი ანდრიაძე ასევე აღნიშნავს, რომ შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ავტომატურად ლგბტ პროპაგანდისთვის კარის გახსნას ნიშნავს , რასაც მისი აზრით, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.