ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველო“ ფრაქციის წარმომადგენელი, გიგი წერეთელიც.
მისი თქმით, სპეციალურ მოსმენაზე, რომელიც ჰელსინკის კომისიაში გამართა, ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და გამოწვევებზე. ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი შეხვდა კონგრესმენებსა და სენატორებსაც.
მათ შორის, გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების ავტორებს.