გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. პოცესს ესწრება ბრალდებულიც. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდებულის მხრიდან ძიუდოისტის ცემის ფაქტი დასტურდება. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2019 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.