გიგა ბოკერია დმანისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ძალადობა „ქართული ოცნების“ ხელწერა და საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილია. ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დმანისის ინციდენტში მონაწილე პირი სამართალდამცველებს ჩაბარდა, წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით, ის მაინც არ დაისჯება.
გიგა ბოკერიამ დღესვე ვიდეომასალა წარადგინა, სადაც მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში მომხდარი ძალადობრივი შემთხვევებია ასახული.