გია უდესიანზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა

გია უდესიანზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს. მას უნგრეთმა ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა.

შეგახსენებთ, უდესიანი ე.წ. კუს ტბის წილების იძულებით დათმობისა და ბესიკ ხარძიანის პენიტენციურ დაწესებულებაში წამების ორგანიზების საქმეზე იძებნებოდა.

საქმის განხილვა სასამართლოში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.