ანიტას ოჯახის მიმართვა

ორი წლის ანიტას ოჯახი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.

დამძიმდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გულის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოჯახი ცოტა ხნის წინ ავსტრიაში წავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო იმისთვის, რომ ანიტას ადგილზე სამედიცინო მომსახურება მიეღო თუმცა აღმოჩნდა რომ გულის გადანერგვის ოპერაციისთვის  მოქალაქის სტატუსია აუცილებელი მას შემდეგ, რაც ოჯახმა ავსტრიისგან უარი მიიღო მათ იტალიის ერთ-ერთი კლინიკა მოიძიეს რომელიც მზად არის გოგონას ურთულესი ოპარაცია გაუკეთოს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მას ლტოლვილის სტატუსი მოეხსნება. სწორედ დეპორტირების გარეშე ლტოლვილის სტატუსის მოხსნასში სთხოვს დახმარებას ოჯახი მთავრობას.

ორი წლის გოგონას ბებია ამბობს, რომ დილატაციური კარდიომიოპათიით დაავადებული ანიტა ხანგრძლივ ფრენას ვერ გადაიტანს.