20-21 ივნისის მოვლენებს ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი შეფასებით, პოლიციელი ვალდებულია თავდასხმა მოიგერიოს და ამისთვის მას ბრძანება არ სჭირდება.
აბაშიძე სწრაფ და ოპერატიულ გამოძიებას ელოდება. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებების აღჭურვილობაში არსებული იარაღის ჩამონათვალი გადასახედია.