ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკოსები აფასებენ

ოპოზიციის გუშინდელი ქმედებების შემდეგ მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის მზაობა ეჭვის ქვეშ დადგა, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ჯაფარიძე ინაუგურაციის დღეს ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, როდესაც 150 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული საქართველოში, დესტრუქციული ქმედებები ქვეყნის რეპუტაციის შელახვაა.

ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ქმედებებით ჩრდილს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს აყენებს.

ოპოზიციის გუშინდელ ქმედებებს გმობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე განმარტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს გადაადგილების შეზღუდვა მიღებული პრაქტიკაა.