ანალიტიკოსები 2019 წლის არჩევნებს აფასებენ

ანალიტიკოსები ლადო ბოჟაძე და გია აბაშიძე რიგგარეშე შუალედურ არჩევნებს დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი სტაბილურობასა და სიმშვიდეს უჭერს მხარს.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, შუალედურმა არჩევნებმა, რომელიც 2020 წლის არჩევნების რეპეტიციად განიხილებოდა, ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ შემდეგ არჩევნებზე გამარჯვების შანსი აქვს.