ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გურული ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომლის ტრადიციასაც სამი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ფესტივალში მონაწილეობდნენ გურიის საოჯახო მარნები და მეღვინეობები, ასევე საოჯახო მარნები იმერეთიდან, რაჭიდან, კახეთიდან, ასევე ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
ღონისძიება ჭურის მოხდის ცერემონიით დაიწყო. სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და მიწვეულმა მუსიკოსებმა იზრუნეს.