ოქროსფერი ღვინის ქალაქი – ამ სლოგანით, ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში 50-მდე მეღვინის 200-მდე სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. ადგილზე არიან როგორც მსხვილი მწარმოებლები, ისე საოჯახო მარნის დამფუძნებლები. დღის ბოლოს ცნობილი გახდება იმ კონკურსის გამარჯვებულების ვინაობაც, რომელიც 28 მაისს ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში გაიმართა. ფესტივალის დასკვნით ნაწილში დიდი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები გამოვლინდებიან. ფესტივალს მუსიკალურად ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“ აფორმებს.