„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ – ღვინის ფესტივალი ბოლნისში. ღონისძიება ძველ გერმანულ უბანში მოეწყო. სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი პროდუქცია 70-მდე მეღვინეობამ წარმოადგინა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსიც, რომელსაც როგორც ადგილობრივი, ასევე ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ჰყავდა. დაჯილდოვდა დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი ღვინოები. ასევე, გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება. ღონისძიება კონცერტით დაიხურა.