მკვეთრად გაზრდილია ღვინის ექსპორტი.
გატანილი პროდუქციის რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. გაყიდვების მაჩვენებლები პანდემიის დაწყებამდე პერიოდის მონაცემებს აღწევს. თუმცა, კოვიდ-პანდემიის ფონზე ექსპორტით მიღებული შემოსავლებით მკვეთრი მატება არ შეინიშნება, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზრდილი საწარმოო და სატრანსპორტო ხარჯები სახელდება. წლიდან წლამდე საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც ფართოვდება. მთავარ ბაზრებად კი რუსეთი, უკრაინა და ჩინეთი რჩება. მოთხოვნა სულ უფრო მზარდია ევროპის ქვეყნებიდან.