80 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან და 28 წელი რეფერენდუმის ჩატარებიდან, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად მარჯანიშვილის თეატრში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.