მსოფლიოში, სადაც კონფლიქტები, კიბერ-თავდასხმები და დეზინფორმაცია ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა, ჟურნალისტის პროფესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ახალი გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანია რეპორტიორების გადამზადება და პროფესიული განვითარება. სწორედ ამ მიზნით თავდაცვის სამინისტრო უკვე წლებია სწავლებას, სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის მართავს. როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი საომარი მოქმედებების ან ტერორისტული აქტის დროს და რა გზით უნდა გაართვას თავი სტრესულ სიტუაციას. „ღირსეული პასუხი“, რომელიც წელს მეშვიდედ გაიმართა, ჟურნალისტებს სწორედ მსგავს სიტუაციებში მუშაობას და თავის გადარჩენას ასწავლის.