ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების მშენებლობაზე პროექტის ხელახალ ტენდერთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა.
შეხვედრას 70-მდე კონტრაქტორი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. კომპანიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებს პროექტის ზოგადი დეტალები და სატენდერო პროცედურები გააცნო.