ღაზას სექტორში შეტაკებებს ოთხი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილია ცნობილი აქტივისტიც
იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მომხდარ შეტაკებებს ოთხი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 160 კი დაშავდა.
გარდაცვლილთა შორისაა ცნობილი აქტივისტი, იბრაჰიმ აბუ ტურაია, – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც რამდენიმე წელია პალესტინის დამოუკიდებლობის მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული. პალესტინური ადმინისტრაციის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში შეტაკებები მერვე დღეა გრძელდება.
არეულობა დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა. ბოლო დღეებში ისრაელელ სპეცრაზმსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად 2000-მდე ადამიანი დაშავდა, 100-მდე აქტივისტი დაპატიმრებულია.