საპროტესტო ტალღა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, ახლო აღმოსავლეთში საპროტესტო ტალღა არ წყდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, სადაც მოსახლეობა ქუჩებშია გამოსული.

ისრაელის პოლიცია და არმია იერუსალიმში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ახლო აღმოსავლეთის გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააპროტესტეს ინდონეზიაში, პაკისტანში, ეგვიპტესა და საფრანგეთში.