„გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ ყრილობა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ ყრილობა გაიმართა.

განიხილეს საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები, ასევე დამტკიცდა გეშტალტ ფსიქოთერაპიის სფეროში საერთაშორისო პროფესიული სტანდარტების დანერგვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა არჩევნებიც, სადაც კენჭი იყარა ევროპული ცენზის მქონე სპეციალისტების ახალმა თაობამ. როგორც ასოციაციის წევრებმა აღნიშნეს, სწორედ ახალი თაობა ჩაერთვება აქტიურად საქართველოში მენტალური ჯანმთელობის ხელშეწყობაზე მიმართულ აქტივობებში და იზრუნებს პროფესიული კომპეტენციების და ხარისხის სტანდარტის ამაღლებაზე.